ნატო ორთავიძე

ნატო ორთავიძე

იურისტი

ნატო არის მოქმედი სასამართლო მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოში. ის, 2012 წლიდან დასაქმებული იყო საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე. მისი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დარგებს.

სამუშაო გამოცდილება:

შპს „ბირკაია და კვანტალიანი“ (2019 – დღემდე) – იურისტი;

თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი (2017 – დღემდე);

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი (2018-2019);

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი (2016-2018);

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (2014-2016);

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი (2012-2014);

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (2012)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი (2009-2011).

არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.  ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლის თანაშემწისა და  მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები.