კობა კვანტალიანი

კობა კვანტალიანი

პარტნიორი

კობა კვანტალიანი წარმოადგენს იურიდილი კომპანია “ბირკაია და კვანტალიანის” დამფუძნებელ პარტნიორს. გააჩნია 20 წლიანი პროფესიული გამოცდილება

ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს კონსულტაციებს უწევს ქართული სამართლის სხვადასხვა საკითხებზე, როგორებიცაა სამოქალაქო, სამეწარმეო, სამემკვიდრეო, შრომის, საერთაშორისო კერძო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალი. იცავს კლიენტების უფლებებსა და ინტერესებს ქართულ სასამართლოების ყველა ინსტანციაში და არბიტრაჟებში

კარიერული მოღვაწეობის განმავლობაში მიღებული აქვს თანამშრომლობის სოლიდური გამოცდილება წამყვან საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან.

სამუშაო გამოცდილება: შპს “ბირკაია და კვანტალიანი“ (2005 – დღემდე);  ქართულ-თურქული სამშენებლო კომპანიის შპს “ბლექ სი გრუპი“ – იურიდიული სამსახურის უფროსი (2005 – 2009);  სს “მაუდი“ – იურისტი (2001 – დღემდე);  დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2002 – 2003);  დინამო თბილისი საკალათბურთო კლუბი – იურისტი (2001 – 2003); “საქართველოს ტელეკომი“ – იურისტი (2000 – 2001); სს “თბილკრედიტბანკი“ – იურისტი  (1999 – 2000);  შპს “მაგნუსი“ – იურისტი (1998 – 1999)

არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი