ეთერ ზაალიშვილი

ეთერ ზაალიშვილი

იურისტი

ეთერ ზაალიშვილი არის იურიდიული კომპანია “ბირკაია და კვანტალიანის” იურისტი ოცწლიანი პროფესიული გამოცდილებით.

ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებს კონსულტაციებს უწევს სამოქალაქო, უძრავი ქონების ტრანზაქციების, სადაზღვევო სამართლის, ინტელექტუალური, სამემკვიდრეო, საოჯახო, კორპორატიული, შრომის, საერთაშორისო კერძო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალის სხვადასხვა ასპექტებზე. საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და არბიტრაჟში აწარმოებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებს.

სამუშაო გამოცდილება: შპს „ბირკაია და კვანტალიანი“ (2005 – დღემდე); ტელეკომპანია ,,TV5”-ის იურისტი (2005-2006); სს ,,ჯეი-ემ-ჯი კონსალტინგ გრუპი“-ს დირექტორი (2006-2008); სს ,,კავკასიან პეტ-კომპანის“ იურისტი (2006-2011); ა(ა)იპ ,,ა. პატარკაციშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“-ს იურისტი (2001-2008); ა(ა)იპ ,,საქართველოს ოლიმპიური ფონდი“-ს იურისტი (2001-2008); სს ,,ი-მედია“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის იურიდიული სამსახური (2001-2008); საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი (1998 – 2005);

არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.