ადვოკატი
Brief info
ნანა ბირკაია „ბირკაია და კვანტალიანს“ 2009 წელს შეუერთდა. ნანას პროფესიული გამოცდილება 15 წელს ითვლის.
ნანა კონსულტაციას უწევს კლიენტებს საქართველოს კანონმდებლობის თითქმის ყველა ასპექტზე, მათ შორის ნებისმიერი სახის ხელშეკრულების შედგენასა და გაფორმებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. „ბირკაია და კვანტალიანში“ გაწევრიანებამდე ნანამ სამშენებლო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება მიიღო და სამშენებლო პარტნიორობასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებში კარგად კვალიფიცირებულია.
ნანამ წარმატებით ჩააბარა ნოტარიუსის კვალიფიკაცია, ასევე, საარჩევნო მოხელის საკვალიფიკაციო გამოცდა.
ნანა არის GBA (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის) წევრი.