სტაჟიორი
Brief info
2013 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 2017 წლის ივლისში. რის შედეგადაც მიიღო სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის წოდება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დროს 2015 წლის ოქტომბერში ასევე მიიღო მონაწილეობა პროექტში „არასრულსწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი - სიახლეები და გამოწვევები“, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დროს გადიოდა პრაქტიკას თბილისის საქალაქო სასამართლოში, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში 2016 წლის ოქტობრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით. 2017 წლის სექტემბერში ჩაირიცხა კერძო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, შპს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ“-ში. აღნიშნული უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა 2020 წლის მაისში და მიიღო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების დროს ასევე მიიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ შედგენილ სამაგისტრო პროგრამის კურსში - პრაქტიკული სამართლის კლინიკა (Street Law). 2022 წლიდან კი ჩაირიცხა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე და დღემდე სწავლობს აღნიშნული უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურზე. 2016 წლის იანვრიდან კი დაიწყო მუშაობა იურიდიულ კომპანიაში შპს „ბირკაია & კვატალიანი“ სადაც დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას. ფლობს 2 ენას: ინგლისურს და რუსულს. ასევე ფლობს შემდეგ კომპიუტერულ ცოდნას: Windows, Excel, Word, Internet.