საინვესტიციო და ბიზნეს პროექტების სამართლებრივ–საკონსულტაციო უზრუნველყოფა საქართველოს სამოქალაქო, სამეწარმეო, საგადასახადო, საბაჟო, ადმინისტრაციულ და შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად.

საადვოკატო და წარმომადგენლობით საქმიანობა ჩვენი კლიენტების ინტერესების შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებსა და ნებისმიერი ინსტანციის სასამართლო ორგანოში თუ საარბიტრაჟო სასამართლოში.

კლიეტის ინტერესების შესაბამისად, მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების წარმოება, როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან.

კლიენტის ინტერესების შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულებების შეთანხმებებისა და მემორანდუმების მომზადება და გაფორმება.

ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირის დაფუძნება, რეგისტრაცია, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.

კომპანია ახორციელებს უძრავ–მოძრავი ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ უზრუნველყოფას (ქონების შეძენა, გასხვისება ან რაიმე ფორმით მისი დატვირთვა), ასევე, საკუთრების რეგისტრაციას საქართველოში არსებულ შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოებში და ამ მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და იურიდიული მოქმედების განხორციელებას.

კომპანია უზრუნველყოფს საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციას და დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე.

კომპანია ახორციელებს ყველა ტიპის იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტაციის ექსპერტიზას და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების გაცემას.

კომპანია უზრუნველყოფს მოწვეული მაღალკვალიფიციური ექსპერტების მეშვეობით, სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო და ბიზნეს პროექტების კომპლექსურ, სამართლებრივ–ეკონომიკურ ექსპერტიზას და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების გაცემას.